spot_img
მთავარიარჩევნებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: "ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: “ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში განწირულნი არიან მარცხისთვის”

თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომაც ამას ფუთავენ პოლიტიკური ნიშნით, რომ არ მიიღებენ მასში მონაწილეობას.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რეალურად ხდება ის, რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ გვყავს, ოპოზიციის სახით. გვყავს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც უბრალოდ მითითებებს ასრულებს. მათ არც 2024 წლის არჩევნები აინტერესებდათ. აბა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიტიკური პარტია, რომელიც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და აინტერესებს არჩევნები და ქვეყნის ბედი, არ გადიოდეს და არ ელაპარაკებოდეს ხალხს. ხომ წარმოუდგენელია? ნონსენსია.

ისე დამთავრდა არჩევნები, სარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხალხს ვერ ხვდებოდნენ, თუმცა, ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ეს ადამიანები არიან უბრალოდ დავალების შემსრულებლები და მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება და ასე შემდეგ, გამოიყენონ ადამიანები თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც მოხდა რამდენიმე თვის წინ, აქციების დროს – ძალადობრივი დაჯგუფებები წინ გაუშვებდნენ ამ ახალგაზრდებს და თვითონ ხან ცხელ ჩაის სვამდნენ, ხან ყავას მიირთმევდნენ. ეს იყო რეალობა.

თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ განწირულები არიან მარცხისთვის, მათ არანაირი შანსი არ აქვს, რომ რომელიმე რაიონში, რომელიმე მუნიციპალიტეტში მიაღწიონ რაიმე სახის წარმატებას. ამას ფუთავენ პოლიტიკური ნიშნით, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ხედვას სამომავლო გეგმების შესახებ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...