ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს მთავრობაანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია შეიკრიბა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია შეიკრიბა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განსახილველად შეიკრიბა.

მესამე სხდომა ადმინისტრაციის უფროსის, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...