spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა...

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა “ნაციონალური მოძრაობა” და ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მმართველობის დროს არსებული რეჟიმი დაასრულა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ისმის, ცილისმწამებლური და სასაცილოა:

ბიძინა ივანიშვილი – ერთი ადამიანი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მის ირგვლივ გააერთიანა სრულიად საქართველო, პოლიტიკური პარტიები. მანამდე გვახსოვს, თუ როგორ სრულდებოდა პოლიტიკური პარტიების მცდელობები არსებული რეჟიმის წინააღმდეგ.

ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ – ის სიბინძურე, სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა. ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ და განვითარებამ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერი კარგადაა და უბედნიერესი ვართ.

ცხადია, უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ერთად, არსებულ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი კარგახანია აღარ არის პოლიტიკაში, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, რასაც ოპოზიცია და მის მიერ მართული მედია აბსოლუტურად ნეგატიურად წარმოაჩენს.

დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, ის პოლიტიკიდან გასულია, ეწევა ქველმოქმედებას და უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. დააკვირდით, მის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობას როგორ ციტირებთ, როგორ მიაწვდით ინფორმაციის სახით ხალხს. ავიღოთ თუნდაც იპოდრომის ტერიტორია, „ლაგუნა ვერეს“ მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა. ყველაფერს გადმოსცემთ ისე, თითქოს, რაღაც უბედურება ხდება და რაღაც საზიანო კეთდება ჩვენი ქალაქისთვის. არადა, რეალობა პირიქით, აბსოლუტურად განსხვავებულია. ყველაფერი კეთდება ამ ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი წარმატებისა და განვითარებისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...