spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რას უწერთ ამ დღეების მანძილზე ერთმანეთს?! ეს არის...

“რას უწერთ ამ დღეების მანძილზე ერთმანეთს?! ეს არის სწორედ “გოიმობა და პროვინციალიზმი” – წარმომავლობაზე, დაბა-ქალაქზე რომ წერთ” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ემოციურ შეფასებებს აკეთებს “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებსა თუ დაპირისპირებაზე:

ეხება განსაკუთრებით “ნაც. მოძრაობის” პოლიტიკოსებს! რას წერთ და ამბობთ ხალხნო?! ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთ თქვენი პარტიის, საკუთარი პარტიის ამომრჩეველს – გადაწყვიტა ფულმაო წერთ, ანუ კომისიაში შეგაქვთ ეჭვი თუ საკუთარ ამომრჩეველში?! ანუ გაიყიდნენ ნაც პარტიის ამომრჩევლები ფულზე ისევე, როგორც ოცნების ამომრჩევლები?!

გაქვთ მოსყიდვის რაიმე ფაქტები – დადეთ! აბა სულ გადაირიეთ?! ძლივს ახალი ტექნოლოგიით ჩატარდა არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებთ?! ეს რა არასახელმწიფოებრივი განცხადებებია?!

რას წერთ ან რაზე საუბრობთ, ან რას უწერთ ამ დღეების მანძილზე ერთმანეთს?! ეს არის სწორედ “გოიმობა და პროვინციალიზმი” – წარმომავლობაზე, დაბა-ქალაქზე რომ წერთ და ამ დროს საკუთარი თავი რომ არ “გეგოიმებათ”, თან ცოტა – საკუთარ დაბა-ქალაქს რომ “მალავთ”, აი ეს არის, ეგ არის ქაჯობა, ტრაგიკულად ღიმილის მომგვრელია…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...