spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამარჯვება საქართველოს მოვუტანე"...

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამარჯვება საქართველოს მოვუტანე” – ანასტასია გუბანოვა

საქართველოს, ფიგურულ ციგურაობაში, ევროპის ჩემპიონი ჰყავს. წარმატებული იყო საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლა ფინეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, სადაც ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიპოვა. ემოციური იყო მისი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ:

,,ჯერ ისევ შოკში და ვერ მივხვდი რა მოხდა, თუმცა შრომა დამიფასდა. სრიალის წინ ძალიან ვნერვიულობდი, ფსიქოლოგიურად რთული იყო. როდესაც გამოსვლა დავასრულე ემოციები ვეღარ შევიკავე.

მიხარია, რომ საკუთარ თავს ვძლიე. არ ვფიქრობდი მოვიგე თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ პროგრამა კარგად შევასრულე. ელემენტებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. დღეს ჩემი სრიალი იდეალური და ბოლომდე სუფთა არ იყო.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ქვეყანას, მის კულტურას ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. წინა შეკრებაზე თბილისშიც ვიყავი და ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამარჯვება საქართველოს მოვუტანე“, – განაცხადა ანასტასია გუბანოვამ.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაცია: ქართველი ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ფინეთის ქალაქ ესპოში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ახალგაზრდა სპორტსმენმა ჯერ მოკლე პროგრამაში მოახერხა მცირე ოქროს მედლის მოპოვება, შემდეგკი თავისუფალ პროგრამაში 130.10 ქულა მოაგროვა და 199.91 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ანასტასია გუბანოვამ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...