კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი არის მოწამლული! აქ...

“არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი არის მოწამლული! აქ ყველა ტყუის თავიდან ბოლომდე” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ემოციურ შეფასებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია:

,,პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მუდმივ ტყუილებში ვცხოვრობთ. ყველა გონების დაკარგვას აქვს დამოწმება იმ მხრივ, რომ სამედიცინო ჩაწერა ხდება. ჰყავდა ამას ყველაფერს ხო მოწმე?! საერთოდ უარყოფენ – მსგავსი არაფერი არ მომხდარაო და როგორ არ მომხდარა, როცა ამას ჰყავდა მოწმე?! – სანიტარი, ექთანი და, რა თქმა უნდა, საბადრაგო სამსახური, აგრეთვე.

ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი?! აბა მე იქ არ ვყოფილვარ. ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება. გონების დაკარგვაზე თვითონ მითხრა. რას ნიშნავს არ სჯერათ?! ბადრაგებმა ამიყვანესო. ჰკითხონ მაშინ იმ ბადრაგებს.

ადამიანს, რომელსაც ჰქონდა 120 კილო წონა, ახლა, დღეს აქვს უკვე 68 და რაღაცა. ესეიგი დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი.

არ უნდათ აღიარონ, რომ არის ძალიან მძიმედ და გადასაყვანია. ეს არის პრობლემა, რომ გადაყვანა არ უნდათ! ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, ეს ტყუილები, რომ არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი არის მოწამლული!

– თქვენი აზრით, ზეწოლის ქვეშ არიან ექიმები? [ჟურნალისტის შეკითხვა]

– თქვენი აზრით, არ არიან? აქ ყველა ტყუის თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...