spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მგონია, რომ პოპულარული გახადოს იდეა, ოპოზიციის მხრიდან...

“არ მგონია, რომ პოპულარული გახადოს იდეა, ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით” – მიხეილ სარჯველაძე ნონა მამულაშვილის იდეაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტის დატოვების თაობაზე:

,,მე მგონია, რომ ქალბატონმა ნონამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტიდან გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე თვიანი საპარლამენტო მოღვაწეობისა, მაინც და მაინც არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ოდიოზური ნაბიჯით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ის აღიქვამს საკუთარ შეცდომას და მცდარ დამოკიდებულებას, ზოგადად, საპარლამენტო მოღვაწეობაში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით. ახლა ცდილობს, რომ რაღაცნაირად მომხრეები შეიამხანაგოს ამ მიმართულებით.

თუმცა, ეს არ მგონია, რომ სწორი მიმართულება იყოს იმიტომ, რომ არ მგონია, უმრავლესობაში იყოს, მათ შორის, მისსავე მომხრეებში ამ თვალსაზრისით და შეძლოს, რომ პოპულარული გახადოს იდეა ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის: ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დატოვა პარლამენტი, მიიჩნევს და ინიციატივას აყენებს პარტიის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...