ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმდენი რამ ვიცი მასზე, რასაც უკრაინელი ოჯახებისთვის აკეთებს,...

“იმდენი რამ ვიცი მასზე, რასაც უკრაინელი ოჯახებისთვის აკეთებს, აგერ მოგროვდით ვისაც გაინტერესებთ და მოგიყვებით” – მეგი გოცირიძე გიორგი ვაშაძეზე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე, კრემლის პროპაგანდის, “საინფორმაციო ომის” ბინძურ მეთოდებზე საუბრობს, სიცრუის ტირაჟირებაზე ამახვილებს ყურადღებას და პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიმართ კონკრეტული ბრალდების სიყალბეზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:

სწორედ მისი იმედი ჰქონდა და 72 საათში მართლა აიღებდა, უკრაინას პირველივე წამებიდან, საინფორმაციო ომი ისე რომ არ ეწარმოებინა, როგორც აწარმოა…

ჩვენს დროსაც და მას შემდეგაც, მიუხედავად ამდენი ოპოზიციური მედიისა, საინფორმაციო ომს გვიგებს კრემლი, მითებს ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერაფერს, ან თითქმის ვერაფერს ვუპირისპირებთ…

დღევანდელ მაგალითზე გეტყვით, რომ არ უნდა დავიზაროთ და სიმართლე ყველას უნდა გავაგებინოთ ყველა ტყუილზე…

ამ დილას, ნავთლუღის ბაზარში, კარტოფილის გამყიდველი (წლებია მისი კლიენტი ვარ) მეუბნება: გუშინ ნახევარ ტრაილერ კარტოფილზე მევაჭრებოდა რუსი, რომელიც აგვისტოში ჩამოვიდა და სამი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გახსნა, მე რუსკი კარაბლის მიმართულებით გავუშვი, თან ისე ხმამაღლა, დანარჩენებს შერცხვათ მიყიდვაო და გიორგი ვაშაძეს ისეთი რა გაუჭირდა, რუსებს სახლი მიაქირავაო

ტყუილია, რომც არ ვიცნობდე ვაშაძეს, მაინც არ დავიჯერებდი-მეთქი, ახლავე დავურეკავ თქვენს თვალწინ, ხმამაღალზე ჩავრთავ და მოგასმენინებთ და ისე, ვინ გითხრათ, საიდან მოიტანეთ მეთქი და ზარქუამო…

გიორგი კი არის ჩემი მეგობარი, მაგრამ ნამდვილად ვერ ვაკადრებ ახლა დავურეკო ასეთ მარაზმზე და ზარქუას კომენტარის კომენტირება ვთხოვო-მეთქი, როცა იმდენი რამ ვიცი მასზე, რასაც უკრაინელი ოჯახებისთვის აკეთებს. აგერ მოგროვდით ვისაც გაინტერესებთ და მოგიყვებით თუ როგორ ჩამოიყვანა, საკუთარ სახლში აცხოვრა უკრაინელი ორსული, როგორ ამშობიარებინა და ახალშობილთან ერთად რამდენ ხანს უვლიდა, მერე მოგიყვებით დედამისზე, სახლში უკრაინელები რომ ჰყავს შეფარებული და არა რუსები… მოგროვდნენ და ერთი კარგი მიტინგი გამომივიდა, ბოლოს ზარქუას დედის ხსენების დღეზე დავსხედით))) და ხიხოს დედას რომ არ სწყენოდა, ცოტა ისიც მივატრიალ-მოვატრიალეთ)))“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მეგი გოცირიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის...

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...