spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება და მისი მედია ცდილობს საზოგადოება...

“პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება და მისი მედია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს” – პარტია “სტრატეგია აღმაშენებლი” კონკრეტული ფაქტის თაობაზე

“სტრატეგია აღმაშენებელი” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო გიორგი ვაშაძის მხრიდან თითქოს რუსეთის მოქალაქეებზე ბინის მიქირავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის სიცრუე და ბინძური პროპაგანდა რადგან პიროვნება, ვინც სახლში იმყოფება, არის უკრაინელი და საცხოვრებელ სახლში უსასყიდლოდ იმყოფება:

ბოლომდე ლუსტრირებული პრორუსი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბოლო დროინდელმა იმ გადაწყვეტილებებმა და სამოქმედო გეგმებმა, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელმა” პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა და რომლის განხორციელებასაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ.

პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება და მისი მედია ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ ბინა რუსებს მიაქირავა, რაც არის სიცრუე და ბინძური პროპაგანდა.

სინამდვილეში, აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი, რომელიც ანაზღაურების გარეშე შეიფარა გიორგი ვაშაძის ოჯახმა, ისევე როგორც ომის დაწყების პირველ თვეებში ზრუნავდა 15 უკრაინელ დევნილ ბავშვზე და დახმარების ხელი გაუმართა უკრაინაში მცხოვრებ ქართულ და უკრაინულ ოჯახებს, რისი რეკლამირება და ამით თავმომწონეობა არასდროს გვიცდია.

ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ აყვება ამ პრიმიტიულ კამპანიებს და ამის გამო უარს არ იტყვის ლაჩარი და მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგობის არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობაზე.

ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...