spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა ჩაითვალოს, რომ ეს არის არამეგობრული ჟესტი" -...

“უნდა ჩაითვალოს, რომ ეს არის არამეგობრული ჟესტი” – თეა წულუკიანი პოლონეთის სეიმის რეზოლუციაზე

ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მწვავე შეფასებას აკეთებს პოლონეთის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რეზულუციის ავტორი არის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა:

,,უნდა ჩაითვალოს, რომ არის არამეგობრული ჟესტი. თუმცა, ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა. გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი, ბატონო ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი, ქალბატონი გოშევსკა. ამით ყველაფერი არის უკვე ახსნილი.

ჩვენ საზოგადოებას კი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, ვინ არის ვანო მერაბიშვილი. თუ პოლონურ საზოგადოებას აქვს ამისი საჭიროება, რომ ავხსნათ ვინ არის ვანო მერაბიშვილი? – ესეც შეგვიძლია, რომ ფაქტებით ავხსნათ – რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის: პოლონეთის სეიმმა 13 იანვარს მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარია საქართველოს მე-3 პრეზიდენტისთვის სათანდო სტანდარტებზე დაფუძნებული მკურნალობის კურსის მიღებაზე:

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დრამატული მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციის, მათ შორის, სამედიცინო დიაგნოზების გამო, რომლებიც ადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებას, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა”, – წერია რეზოლუციაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...