მეუფე იაკობის პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:
“თეოლოგიურად და პოლიტიკურად გარკვეული მაქვს, მაგრამ აი ქურდულში იაკობი “სპრავედლივს აწვება”?
დარგის სპეცილისტები შემეშველეთ ფლზ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ქადაგების დროს, თავის პოზიციას აფიქსირებს პატიმრებთან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:
“ჩვენს ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ქალების დიდი ამნისტია იქნებ გავაკეთოთ და მერე კაცებზეც ვიზრუნოთ. სამარცხვინოდ, მარტო ერთ კაცზე გადაირია მთელი მსოფლიო, აქ კიდევ სექტა გადაირია, როცა ამდენი ქალი გვყავს” – განაცხადა მეუფე იაკობმა.