spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამარცხვინოდ, მარტო ერთ კაცზე გადაირია მთელი მსოფლიო, აქ...

“სამარცხვინოდ, მარტო ერთ კაცზე გადაირია მთელი მსოფლიო, აქ კიდევ სექტა გადაირია” – მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ქადაგების დროს კრიტიკულ განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და კონკრეტულ შედარებებს აკეთებს. ამასთან მეუფე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოხდეს ქალებზე ამნისტიის გარცელება:

,,ერთმანეთის სიყვარული გვესწავლოს, ატანა კი არ გვქონდეს… ვიღაცა რომ მეუბნება, პოლარიზაცია შეამცირე, გარედან რომ მეუბნები – ის ქვეყნის აღმაშენებელია. თურმე მანამდე არც აღმაშენებელი გვყოლია, არც ვახტანგ გორგასალი, არც თამარ მეფე, საერთოდ ქეთევან დედოფალი არ გვყოლია.

ეწირებოდნენ, ქალები შანთებს უძლებდნენ… პალატაში რომ წამოგორებულხარ და იქ რომ ვერ გაგიძლია, სირცხვილია! არ უნდა გყავდეს მასეთი კაცი…

ჩამოვიდა რა, ჩვენ ხომ არ მოგვიყვანია, ხომ არ ჩამოგვიყვანია?! თვითონ მაინც ვერ ხედავენ, რას დარბიან?! დაიშლებიან მარტივ მამრავლებად. ქართველი ხალხი არ მივცემთ არავის უფლებას, გარედანაც არ ჩავრევთ არავის, რომ რაღაცა… შიგნითაც.

ჯანსაღი ოპოზიციაც ამოვა, ადრე თუ გვიან ყველაფერი იცვლება. ხან ერთი იქნება სახელმწიფოს სათავეში, ხან მეორე, ხან მესამე, ხან მეოთხე და პირიქით, უნდა შევეჯიბროთ – უკეთესად და უკეთესად უნდა ვაკეთოთ. ხომ არ უნდა გვშურდეს ერთმანეთის?!

ამიტომ ეკლესიაშიც მშვიდობა იყოს, გარეთაც მშვიდობა იყოს. შეხედეთ მაგათი ტელევიზიები, როდესაც ეკლესიაზე ბრძოლა მიდიოდა, პარტიული აქტივისტები სად იდგნენ ხოლმე? კაცებთან იდგნენ თუ ნაპატიმრ-ნაძირალებთან? იმათ მე კაცებს ვერ ვუწოდებ, ვისთანაც იდგნენ ხოლმე, ვინც ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ.

ღმერთმა ყველა დალოცოს. კიდევ ერთხელ ვთხოვ, ჩვენს ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ქალების დიდი ამნისტია იქნებ გავაკეთოთ და მერე კაცებზეც ვიზრუნოთ. სამარცხვინოდ, მარტო ერთ კაცზე გადაირია მთელი მსოფლიო, აქ კიდევ სექტა გადაირია, როცა ამდენი ქალი გვყავს. შვილები ელოდებიან, ვინ არ ელოდება, მეუღლეები ელოდებიან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმინდის მადლით აგავსოთ!

არ შეიძლება არ ვთქვა, მე ისე ვერ ვიცხოვრებ, როცა მოვკვდები და უფალთან მივალ ხომ მეტყვის – მეუფე იაკობ, რას მიკეთებდი, ეგ ხომ მაინც შეგეძლო?! ის არ შეგეძლო, ეს… ის ხომ შეგეძლო და მაგის ძალას ხომ გაძლევდი.

ჩვენ, აუცილებლად, ღვთის შეწევნით გავიმარჯვებთ ქართველები! ამიტომ იმათაც მოვუწოდებ, გარეთ რომ არიან და გვმოძღვრავენ – არავის დასამოძღვარი არა ვართ, თუ რამე გვეშლება იმასაც ვხვდებით, მაგრამ ჩვენც რომ სწორად მოვიქცეთ სხვებთან, ისინიც მოიქცნენ სწორად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...