ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიშეზღუდვები გზებზეინფორმაციები დაწესებული შეზღუდვების თაობაზე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...

ინფორმაციები დაწესებული შეზღუდვების თაობაზე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე

ინტენსიურ თოვასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ:

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

თოვის და ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

UPD (09.01.23 11:00): ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...

“იგივეს იზამენ, თუ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა! სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქართველების გენოფინდი?!” –...

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი,...