spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოფილი შს მინისტრის და პრემიერის ქუჩაში ცემა არ...

“ყოფილი შს მინისტრის და პრემიერის ქუჩაში ცემა არ მოსულა! ველურობაა ეს და იმიტომ!” – ელისო კილაძე

მედიაჰოლდინდ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ და მთავრობის ყოფილ მეთაურ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში მომხდარ ინციდენტს, სოციალურ ქსელში, კონკრეტული პოზიცია-შეფასებებითა და წლების წინანდელი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება:

ვანო მერაბიშვილის ადვოკატად რომ არ გამოვდგები, იმედია იცით, მაგრამ… ისწავლეთ კრიტიკული კითხვების დასმა!

ორი დღე “ცემის” ფაქტს არც მისამართი ჰქონდა, არც აფთიაქის სახელი და არც თავდამსხმელის ვინაობა! კითხვები გაჩნდა და ორი დღის მერე “უცნობის” სიძემ აღიარა – მე ვცემეო! იმ “უცნობის” სიძემ – ვანოსთან რომ დარბოდა ფულზე და გარიგებებზე, ბათუმში წამალმა რომ წაიღო, ძლივს გადაარჩინეს და ვანომ შეუნახა ნამუსი,ოპოზიციის ვაჭარ ლიდერს!

“პოსტ ტვ”-ის სიუჟეტი ვნახე გუშინ, აფთიაქი ფაქტს ადასტურებსო, არადა ფარმაცევტი სიუჟეტში მხოლოდ “არ ვიცის” ამბობდა!! იაფფასიანი ტრიუკია!

ფაქტი სიმართლეც რომ იყოს (არ მჯერა, მაგრამ მაინც), ყოფილი შს მინისტრის და პრემიერის ქუჩაში ცემა არ მოსულა! ველურობაა ეს და იმიტომ!

წლების მერე, ღარიბაშვილი რომ სცემონ, იგივეს დავწერ!

მომწონდა ვანო ხელისუფლებაში? არა!

საზოგადოსთან ერთად, პირადი მტრობაც მქონდა! მაგრამ, კრიმინალი დაამარცხა? – დაამარცხა!

პოლიცია პოლიციას დაამსგავსა? – დაამსგავსა!

დააშავა? – მოიხადა ტიპმა სასჯელი, – “ატ ზვანკა დო ზვანკა”!

საკნიდან ჩვენების მისაცემად გაიყვანეს? ჩვენებაზე უარი თქვა!

ვანოზე მეტად, გრეჩიხების უშნო “ბლატავი” მიტყდება – კაცობაზე რომ დებენ თავს “რეჟიმის მსხვერპლები” და მიშას შავნაბადას გზა ჰქონდათ ატალახებული!

იპოდრომიც მახსოვს და ქვეყნის გაყიდვაში აღებული ფულით მილანში შოპინგიც!

სახალხო კრების მხარდაჭერის სანაცვლოდ მოთხოვნილი პარაშუტი და 26 მაისს ვანოსთან ზარის მერე გახსნილი გზაც!

ჰოდა, არ მოსულა ყალბი გმირობა!!!
ან გმირი ხარ ან ჩმორი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...