spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემო" პრეზიდენტო! თქვენი მსგავსება რუსის "ნამესტნიკთან" იდენტურია -...

“ჩემო” პრეზიდენტო! თქვენი მსგავსება რუსის “ნამესტნიკთან” იდენტურია – ნანა კაკაბაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციასთან და ტერიტორიაზე “საახალწლო სოფლის” მოწყობასთან მიმართებაში, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიურ შეფასებებს, სოციალურ ქსელში მწვავე პოზიციით ეხმაურება, ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე:

“ჩემო” პრეზიდენტო! თქვენი მსგავსება რუსის “ნამესტნიკთან” იდენტურია.

დასავლეთი (საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში) ჯერ კიდევ ბნელ 70 იანებში, საბჭოთა ბანაკის მოქალაქეებს გვასწავლიდა, რომ მშვიდობიანი მიტინგი და მანიფესტაცია, გამოხატვის ფუნდამენტური უფლებააო, მითუმეტეს თუ ეს ხდება სახელმწიფო შენობებთანო.
თქვენთვის ეს არავის აუხსნია არც იქ და არც აქ?

“მოვარდნად” და “დანაშაულად”(როგორადაც თქვენ მონათლედ) საპროტესტო აქციებს, მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ.

ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენ თმენის ვალდებულება გამოიჩინეთ მაშინ, როდესაც ნაციონალები, თქვენს რეზიდენციასთან შეკრებილები, უხეში ფორმებით გაგინებდნენ და პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებდნენ.

როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში იყავით ადეკვატური?

არაადეკვატურობა თქვენი სისტემატიური პრობლემაა თუ 29 დეკემბერი იყო გამონაკლისი?

პ.ს. რუსულს რითი მიამსგავსეთ რეზიდენციის წინ ულამაზესი საახალწლო სოფელი გაუგებარია, მაგრამ თქვენი მსგავსება რუსის “ნამესტნიკთან” იდენტურია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა კაკაბაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...