spot_img
მთავარიეს საინტერესოაახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში

ახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში

მსოფლიოში, ახალ წელთან დაკავშირებით, ბევრი ცნობილი თუ უცნობი ტრადიციაა, რომელიც თითოეულ ქვეყანას უნიკალურობასა და სილამაზეს ანიჭებს. გთავაზობთ 4 ქვეყანას, სადაც ახალ წელს ორიგინალურად აღნიშნავენ. ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები შემთხვევითობის პრინციპით არის შერჩეული.

• გერმანია
გერმანიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება ქრისტეშობა. ევროპაში ნაძვის ხის სათამაშოებით მორთვის ტრადიცია მასობრივად XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. ბაფთები და ხილი შეცვალა ბამბამ და მუყაოსგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა. სწორედ გერმანიიდან იღებს სათავეს ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია.

ახალ წელს გერმანიაში ტრადიციული სუფრით აღნიშნავენ. საახალწლო ვახშამი იწყება 8 საათზე და მთავრდება შუაღამეს. საახალწლო მილოცვითა და ჭიქების აწევით სრულდება სადღესასწაულო სუფრა.

• იტალია
იტალიური ახალი წლის ტრადიცია ყურძენთან ასოცირდება. იტალიები, სანამ ძველი წელი დამთავრდება და ახალი წელი შემოაბიჯებს, მიირთმევენ 12 ყურძენს, რაც წარმატების მოტანასთან ასოცირდება.

იტალიაში შობა ოჯახური დღესასწაულების კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო ახალ წელს იკრიბებიან მეგობრები ან გადიან გარეთ, სადაც ბევრი ხალხია.

იტალიელები ახალი წლის შემოსვლას სიმბოლურად წითელი აქსესუარებით ხვდებიან.

• ავსტრალია
ავსტრალია სამი თბილი კლიმატური სარტყელის ფარგლებშია მოქცეული, რაც ტურისტებისთვის სასურველ ადგილად აქცევს. ავსტრალიაში, ახალი ზელანდიის მერე, ერთ-ერთი პირველები ზეიმობენ ახალ წელს.

ავსტრალიაში ახალი წლის ოჯახთან ერთად შეხვედრის ტარდიცია არ არსებობს. ისინი ახალ წელს კლუბებში, ბარებსა და რესტორნებში ხვდებიან. ყველაზე საყვარელი ადგილი არის ,,ვიქტორიას პარკი“, რომელიც დედაქალაქ კანბერას ცენტრში მდებარეობს. ავსტრალიაში ახალი წელი ყველაზე მრავალფეროვანი დღესასწაულია, რადგან აქ ადგილობრივებთან ერთად უამრავი ტურისტი იყრის თავს.

• ბრაზილია
ბრაზილიელები 31 დეკემბრის ღამით თეთრი ფერის სამოსში ხვდებიან, რადგან სჯერათ, რომ ბედნიერების მომტანია. აქ ფერებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, თეთრი ფერი ასოცირდება მშვიდობასთან, მწვანე – ჯანმრთელობასთან, ყვითელი – ფულსა და ბარაქასთან, წითელი – სიყვარულთან, ხოლო იისფერი – შთაგონებასთან.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...