spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეიძლება დადგეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ...

“შეიძლება დადგეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეწყვიტოს შიმშილობა” – შალვა პაპუაშვილი ანა წითლიძეზე

პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა შიმშილობის მე-12 დღეს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი ანა წითლიძე მოინახულა. პარლამენტის თავმჯდომარე ,,ენმ“-ს წევრებს მოუწოდებს, რომ ძალისხმევა მოახდინონ, რათა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კრიტიკულ ზღვარზეა:

,,მნიშვნელოვანი არის, რომ მისმა თანაგუნდელებმაც მოუწოდონ და სთხოვონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

მე ვესაუბრე, ასევე, ექიმებს და მდგომარეობა უკვე იმ ეტაპზეა მისული, რომ შეიძლება ამის იქით დადგეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

მოთხოვნას რაც შეეხება – ამ საკითხს წყვეტს სასამართლო. ამიტომ სრულად სასამართლოს კომპეტენცია არის, რომ განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა.

მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, მათ შორის, რომ მისი ჯანმრთელობა შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ მე, განსაკუთრებით, მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მას მოუწოდონ – შეწყვიტოს შიმშილობა.

ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დეპუტატმა დაიწყო, თავდაპირველად. ყველამ, გარდა ანისა, შეწყვიტა შიმშილობა. მოვუწოდობ, კიდევ ერთხელ, მის თანაგუნდელებს, რომ ამ საკითხზე იზრუნონ განსაკუთრებით ახლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...