spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პროცესის ჩაგდება არ აზიანებს სახალხო დამცველობის არცერთ კანდიდატს,...

“პროცესის ჩაგდება არ აზიანებს სახალხო დამცველობის არცერთ კანდიდატს, ეს ქვეყანას აზიანებს” – მარიკა არევაძე

სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატი, მარიკა არევაძე სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნას ეხმაურება:

სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს ფარგლებში იყო ჩვენი, საქართველოს შესასრულებელი ერთ-ერთი რეკომენდაცია.

მთელი პროცესის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი ჩიხის საშიშროებაზე, დამოუკიდებელი კანდიდატებისა და კომპრომისის მნიშვნელობაზე.

სამწუხაროდ პროცესმა აჩვენა, რომ არცერთი პოლიტიკური ძალა არ აღმოჩნდა მზად გამოსულიყო საკუთარი დღის წესრიგიდან, არ შეექმნა ჩიხი, რეალურად ეფიქრა ქვეყნის ინტერესებზე, შეერჩია დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახალხო დამცველი.

საკომიტეტო მოსმენებმა და მოსმენების შემდგომ გაჭიანურებულმა პროცესმა აჩვენა, რომ პროცესი შესული იყო ჩიხში, გამოჩნდა სახელისუფლებო ძალის მხარდაჭერილი კანდიდატებიც და მთელს ამ პროცესში ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არ ეყოთ გონიერება, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოსულიყვნენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან და მოლაპარაკება დაეწყოთ რეალურად დამოუკიდებელ კანდიდატებზე.

პროცესის ჩაგდება არ აზიანებს სახალხო დამცველობის არცერთ კანდიდატს, პროცესის ჩაგდება აზიანებს ქვეყანას და ვის უნდა ესმოდეს ეს თუ არა პოლიტიკურ ძალებს?!” – აცხადებს მარიკა არევაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...