spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთი ძალიან სევდიანი...

“ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთი ძალიან სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი” – ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

დღეს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში“ მოინახულა. ოპოზიონერმა ლიდერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

,,ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხადია, არ იცვლება. გამომდინარე იქიდან, რომ არ გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯი ამ საკითხთან მიმართებაში – უცვლელია ვითარება.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სევდიანი, როდესაც ქვეყანა, რომელსაც მიზეზი აქვს დიდი ზეიმის, ვგულისხმობ, ჰააგაში გამართლებული მთავარსარდლის კლინიკაში ხილვას, რომელიც არის ტუსაღი დღეს პუტინის, ამ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს.

რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთი ძალიან სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი.

არ ვიცი, რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნების” შეფი, ბიძინა ივანიშვილი ხვალ – მოისურვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩართონ “ონლაინ” რეჟიმში და ანახონ საზოგადოებას?!

ხალხი ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, უძლურებაში მყოფს, რომლის მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული და რომელიც იმსახურებს მიეცეს სიცოცხლის შესაძლებლობა!

ეს იქნება ის სურათი, რასაც ნახავს ყველა ერთად, თუ კი შეეძლება მიხეილ სააკაშვილს მიმართოს საზოგადოებას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ

ინფორმაციისთვის: 21 დეკემბერი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...