შაბათი, მაისი 4, 2024

“საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება” – ოთარ ზურაბიშვილი

ექიმი, ასოციაციის “ქართველთა სათვისტომო საფრანგეთში” ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილთან და სამკურნალოდ მის გადაყვანასთან დაკავშირებით:

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე!

წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში.

სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს. მაგრამ მიუხედავად ამისა მან ასეთი არჩევანი გააკეთა.

დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი საქციელის შეფასებაზე. ამის დრო არ არის.

მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიებიც მის მიმართ შეიძლება გვქონდეს, იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

დღეს სამედიცინო ექსპერტთა კომიტეტმა გაგვაფრთხილა მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის და სავარაუდო მოწამვლის შესახებ. მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში.

ეს არ შეიძლება საკამათო იყოს!

ჰუმანურობა მოითხოვს!

ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია!

ბოლოს და ბოლოს, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება.

ეს სასწრაფოა! ეს აუცილებელია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ოთარ ზურაბიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული