spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს "ქართულ ოცნებას" თუ არა,...

“ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს “ქართულ ოცნებას” თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი” – ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით, საქართველოს ხელისუფლებისადმი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით თავის პოზიციას აფიქსირებს პატიმრობაში მყოფი, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით საზღვარგარეთ ტრანსფერთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი ზელენსკი დღეს არის მსოფლიოს მორალური ლიდერი. თუ ვინმეს შეიძლება ანტი-პუტინი ერქვას, ეს სწორედ ზელენსკია. მეტიც, ისეთი სისწრაფით მიდის პუტინის მარგინალიზაციისა და ზელენსკის სიმბოლიზაციის პროცესები, რომ მალე პუტინს დავარქმევთ ანტი-ზელენსკის.

ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს “ქართულ ოცნებას” თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა (პუტინს) და ისტორიულ სინათლეს (ზელენსკი) შორის. ასეთია მოცემულობა, და ვინ ეთანხმება ამას და ვინ არა, ამით ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება. დღეს სააკაშვილის სიცოცხლე მხოლოდ სააკაშვილს არ ეკუთვნის. დღეს სააკაშვილის გადარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის. ეს საკითხი ისტორიულ სიბრტყეში ძევს და საქართველოს ისტორიულ არჩევანს განსაზღვრავს.

და ბოლოს, როცა პრეზიდენტები სხვა ქვეყანას მიმართავენ, ისინი, პირველ რიგში, მიმართავენ თავის Vis à vis, ანუ მეორე ქვეყნის პრეზიდენტს. აქ შევჩერდები, მგონი ისედაც გასაგებია, რასაც ვგულისხმობ. დავამატებ მხოლოდ ერთს: “ქართული ოცნება” და მისი სასამართლო სააკაშვილს არ გაუშვებს. პარადოქსია, მაგრამ ზელენსკის განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად “არ გაუშვებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...