კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"საერთო დიდ გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ უკრაინის ფრონტზე და...

“საერთო დიდ გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ უკრაინის ფრონტზე და ეს იქნება გამარჯვება საქართველოსთვისაც” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა შეხვედრა alde-ს ვიცე პრეზიდენტთან, უკრაინის რადას დეპუტატთან პარტია “გოლოსის” თავმჯდომარესთან კირა რუდიკთან გამართეს. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი და ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედროს საკითხი იყო:

კონკრეტული საკითხი რაზეც ვისაუბრეთ პირველი ეს არის, რომ ჩვენი თანამემამულები, რომლებიც არიან ტყვედ რუსეთის მხარეს და ქალბატონმა კირამ სრული მხარდაჭერა აღგვითქვა, რომ დაგვეხმარება ამ ტყვეების განთავისუფლებაში და მოლაპრაკებების პროცესში.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: ქალბატონი კირა უშუალოდ მუშაობს რეპარაციის საკითხებზე, ეს არის რუსული აქტივების დაყადაღება მსოფლიო მასშტაბით და ამ აქტივების მიმართვა რუსეთის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე.

გარდა ამისა რა თქმა უნდა ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე და იმ თანადგომაზე, რაც ქართველი ხალხისგან ჩანს და სამწუხაროდ ნაკლებად ჩანს საქართველოს ხელისუფლებისგან – გენერატორებზეც კი ჭიდაობა გვიწევს, რომ ელემენტარულად გაიგზავნოს უკრაინაში. ვფიქრობ ჩვენ საბოლოო ჯამში საერთო დიდ გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ უკრაინის ფრონტზე, ამაში დარწმუნებული ვარ და ეს იქნება გამარჯვება საქართველოსთვისაც”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...