spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ...

“ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ გახდეს უუნარო“ – ნიკა მელია

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრო და ვერც დისტანციურად მოხერხდა მისი ჩართვა. სასამართლო სხდომის პარალელურად ჟურნალისტებთან მწვავე პოლიტიკურ შეფასება გააკეთა პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და ისაუბრა უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე სააკაშვილთან მიმართებაში:

,,რას ფიქრობენ სხვები? იგივე ,,ქართული ოცნების“ დეპუტაციის რიგებში, როდესაც კამერა არ მუშაობს, მიხეილ სააკაშვილს სიკვდილს უსურვებენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვთქვი ბევრჯერ და გავიმეორებ, ადეკვატური იქნება ჩვენი საზოგადოების რეაქცია ყველა ამ ამორალურ, არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებაში.

დღეის მდგომარეობით, ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარე პროცესებისადმი, რაც გვაქვს – დღეს არის თავად მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ისინი კადრულობენ მის წინააღმდეგ – ოჯახის და ადვოკატების. ყველაფერს აქვს, რა თქმა უნდა, საზღვარი!

ადამიანის სიცოცხლე არის სერიოზული რისკის ქვეშ. იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომ თითქოს მიხეილ საკააშვილი სიმულაციას ეწევა და დაიმუქრა კადრების გასაჯაროებით, მორიგ ჯერზე, ზუსტად, ანალოგიურად გახსოვთ ის მოიქცა თვეებით ადრე, თითქმის 1 წლის წინ და შეასრულა ეს დანაპირები.

რას ემსახურებოდა ეს? – ემსახურებოდა შემდეგ რამეს: საზოგადოებას იქნებ რამენაირად ჩაუწვეთონ აზრი თავში, რომ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არ არის ცუდად. თუმცა, საზოგადოებას ამის აღარ სჯერა.

უამრავი ადამიანია, ექიმია, ვინც პირადად ნახა მიხეილ სააკაშვილი ამიტომაც დაიწერა ის დასკვნები სამედიცინო, რომელიც დაიწერა.

ცუდია რასაც აკეთებს ხელისუფლება ახლა? ძალიან ცუდია!

ეს ხელისუფლება, პირდაპირ გეუბნებით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ გახდეს უუნარო; რომ სახელმწიფოს მიაყენოს ძალიან დიდი, მტკივნეული დარტყმა.

მეორეჯერ ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა მარტივად, ხალხო, არავის არ შერჩება!“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 22 დეკემბერს 11 საათზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...