,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მწვავე და კრიტიკულ შეფასებას ახდენს პარლამენტის ფრქაცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის პოზიციასა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებაზე, უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით:
,,მდინარაძემ კიდევ ერთი დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა. ის ფაქტობრივად დაემუქრა ჩვენს მებრძოლ გმირებს, რომ მათ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ.
პირველი – კანონმდებლობით ჩვენ ვართ კონვენციის წევრი და მოქალაქეობის არ მქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო – ეს არის ტყუილი.
მეორე – როგორ შეიძლება ამ, ასე ვთქვათ, მშიშარა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ?!
ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ, პირდაპირ გეუბნებით, ეს ქმედება! ნუ აშანტაჟებთ, ნუ აშინებთ, ნუ ავლენთ საკუთარ მოღალატეობრივ ხასიათს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


