spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო...

“თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში, ეს შეიძლება გახდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი” – ანრი ოხანაშვილი მამუკა მდინარაძის პოზიციას განმარტავს

ჩამოერთმევათ თუ არა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი:

,,მამუკა მდინარაძემ, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ახსნა, რომ თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში, ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ეს შეიძლება გახდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

ამას რომელიმე პოლიტიკური გუნდი კი არ წყვეტს, ეს გადაწყვიტა ქართულმა კანონმდებლობამ.

თუ ვინმე X ადამიანი ჩვენ მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში და მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ამას არ აკეთებს – ეს გასარკვევია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის: ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, გადაცემაში ,,იმედი live” საუბრობს საქართველოს მოქალაქეების უკრაინის ომში წაყვანის ორგანიზების საკითხზე:

,,მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ისინი თავისი სამშობლოსთვის და ამავდროულად თავისუფლებისთვის იბრძვიან. უდიდესი პატივისცემა იმ ადამიანებს.

ამის მიღმა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ, რომ წაიყვანონ, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე წინა ფრონტზე.

ის ხალხი, რომელიც სარგებლობს ვიღაც ადამიანის გულწრფელი მოტივებით ერთის მხრივ და მეორე მხრივ – გაჭირვებით, ვინც ამას აორგანიზებს კონკრეტულ თანხას სთავაზობს, ან ენთუზიაზმთან დაკავშირებულ სამოტივაციო წინადადებებს ეუბნება და მიჰყავს, მე იმ ხალხზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ “[უკრაინაში საომრად წამსვლელებს] არ უნმარტავენ კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქე, თუ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, ის კარგავს საქართველოს მოქალაქეობას“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...