გუშინ, მთავრობის სხდომაზე, უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო, გლოვის დღე გამოცხადებულა, რასაც მოითხოვდა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ,,ქართული ოცნების” მიმართ მწვავე და კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს მედიასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა:
,,გულისამრევი და სამარცხვინო რომ არის ეს ადამიანი, ხო ვიცით?! ვინც ამ ადამიანზე და ,,ქართულ ოცნებაზე” იტყვის, რომ ეს არის ქართული მოვლენა – მან არც საქართველო იცის, არც ქართველი კაცი იცის და არც ქართველის ბუნება იცის, არც ,,ალუდა ქეთელაური”, არც ,,ვეფხისტყაოსანი” იცის, არც სახარება.
ესენი არიან მომთაბარე, ამ ქვეყანას მომჯდარი ისინი… ვინც ამათ ქართველობა დააბრალოს?!
სად წერია?! სად გაუგონიათ?! ივანე ჭუჭუნაშვილების შთამომავლები არიან პირდაპირი მნიშვნელობით. მარტო სხვისი თვალების დათხრა იციან, მეტი არაფერი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე