spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითაკო ჩარკვიანი: "არასოდეს მითქვამს ასეთი რამ, რასაც ახლა...

თაკო ჩარკვიანი: “არასოდეს მითქვამს ასეთი რამ, რასაც ახლა ვიტყვი…”

“საქართველო უნდა გადარჩეს – სხვა გზა არ არსებობს!” – აცხადებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი და ქვეყანაში არსებული რეალობის მწვავე შეფასებას ახდენს:

არასოდეს მითქვამს ასეთი რამ, რასაც ახლა ვიტყვი🙏:

“იმისტებო ამისტებო” კეთილებო, არაკეთილებო, ხომ ხედავთ რომ წითელ წიგნში შესატანი გახდება ეს ქვეყანა, როგორც ექსპონატი გადაშენების გზაზე მდგარი უძველესი კულტურისა, ტურა, მელა და მგელი და ყველა “უხსენებელი” პოლიტიკაში თუ ისე, სანატრელი გახდება – იმდენად გადაჯიშებული ჰიბრიდი, ადამიანზე დამყნილი წარმონაქმნი დარჩება მხოლოდ, ჯიპებზე წამოსკუპებული – მოსიარულენი, “ცემენტის” მაღალსართულიანი – ერთმანეთზე მიკრული შენობებით, კორპუსებით გადაჭედილ, გადატვირთულ, საწამლავად ქცეულ – ქიმიური გამონაბოლქვით ქუჩებში, ცუდად მოკირწლულ ქუჩებზე ასევე “ცუდად” – უხერხულად ქუსლებზე მოსიარულე ბრენდული სამოსით გაკვირვებული “საზოგადოებით”, რომელთა სიცოცხლის არსი და ცხოვრების მიზანი მხოლოდ ერთ სილამაზის სალონში დაგრძელებული ფრჩხილის მოვლით იწყება და მეორე სალონში დაგრძელებული თმის ვარცხნილობით სრულდება. (არა, ცუდი კი არ არის, თავის მოვლა კარგია, აი მიზანი რომ არის, სიცოცხლის და კაცობრიობის “მიზანი” და დანიშნულება რომ “გგონია” ეს აღვნიშნე თორემ… ცუდი ენის “დაგრძელებას” თმის დაგრძელება ჯობია ალბათ)😊

ამ დროს კი აქვე, ჩვენს გვერდით, ქუჩები ივსება საშოვარზე გამოსული ქალებით და კაცებით, შვილები რომ გამოკვებონ, ქუჩაში, სიცივეში ხელგაწვდილი მოხუცებით სიკვდილის რომ აღარ ეშინიათ, რადგან ასეთი სიცოცხლის უფრო ეშინიათ! გამანიაკებული, მონაზვნებზე და ბავშვებზე დაგეშილი მოძალადე კაცებით, “ჰორმონარეული”, პირადი ცხოვრებით დაუკმაყოფილებელი – სხვისი ცხოვრებით დაინტერესებული ცნობისმოყვარე ქალებით და კაცებით, უცნაურად დახაზული ქუჩებით-ტროტუარებით, მოკლული ქალების და ბავშვების საშიში ქალაქი შეგვრჩება ბოლოს.

კორუფციაში ჩაფლული ჩემი გაძარცვული, ჩემი-ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია. რადგან:
“არის ხალხი რკინიგზები,
არის ავტო-მოტო-ველო,
არის ოჯახებიც, მაგრამ
ეს არ არის საქართველო”.

გაერთიანდით, რადგან უნდა გადარჩეს – უნდა გადარჩეს ჰომო-საპიენსი, უნდა გადარჩეს სიტყვა – ადამიანი, საქართველო უნდა გადარჩეს – სხვა გზა არ არსებობს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...