spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კალაძევ, როგორც თავად იტყოდი “წადი გადაშენდი“, უტვინო შენ!"...

“კალაძევ, როგორც თავად იტყოდი “წადი გადაშენდი“, უტვინო შენ!” – ნინო ჯანგირაშვილი

თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაცხადებულ საახალწლო სლოგანს – “მშვიდობის ქალაქი”, მწვავე ემოციური პოზიციით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

რისთვის ქმნიან ადამიანები სახელმწიფოს, რისთვის ირჩევენ ხელისუფლებებს და რა არის პოლიტიკის მთავარი მიზანი: იმისათვის, რომ უზრუნველყოს ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი 5 ფუნდამენტური საკითხი – უსაფრთხოება, კეთილდღეობა, თანასწორობა, სამართლიანობა, თავისუფლება.

მე არ მომიგონია ეს – სახელმძღვანელოებში წერია. ეს არის მიზანი. დანარჩენი ყველაფერი ქვემიზნები, ქვეამოცანები და საშუალებებია. ხშირად საშუალებებია ის, რასაც მიზნებად გვიცხადებენ პოლიტიკოსები და ხელისუფლებები.

ქოცს, რა თქმა უნდა, არც წიგნში წაუკითხავს და არც ყურმოკვრით გაუგონია სადმე, სინამდვილეში რისთვის არიან იქ, სადაც არიან. შესაბამისად, ვერც ის ეცოდინებათ, რომ მშვიდობა ვერ იქნება მიზანი.

მიზანი უსაფრთხოება შეიძლება იყოს. თუ უსაფრთხოება არ იქნება დაცული, ვერ იქნება მშვიდობა, ან იქნება დროებითი და მხოლოდ სხვების კეთილ ნებაზე დამოკიდებული. “მშვიდობიანს“ შეიძლება თავი წამაცალოს ვიღაცამ. თუ იარაღი არ მექნა და ტყეში ვარ ღამით, ჩემი უსაფრთხოება არ არის დაცული, რაც არ უნდა მშვიდობიანი ვიყო. თუ ჩემს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, უნდა ვიომო კიდევაც, უნდა შევიარაღდე, უნდა მოვძებნო მოკავშირეები, გავძლიერდე და ა.შ.

ხოდა, კალაძე, რანაირად ხარ მშვიდობის ქალაქი, როცა ზურგი მოუშიშვლეთ საქართველოს, როცა მეგობარი და მოკეთე აღარ დაიტოვეთ დედამიწაზე, რომ უსაფრთხოების დაცვაში დაგვეხმაროს, ნატოს ხსენებაზე გაკანკალებთ, სამხედრო დახმარების მოცემას რომ ვინმე ახსენებს იმალებით, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს ომი გამოუცხადეთ და ყველაზე დიდ ტერორისტ პუტინს გულშემატკივრობთ “მშვიდობის მეხოტბეები“.

ისიც ვერ გაგიგიათ, რისთვის იბრძვის უკრაინა. არადა სწორედ მშვიდობისთვის იბრძვის. თქვენგან განსხვავებით იცის, რომ თუ მუდმივი საფრთხე ანუ რუსეთი არ გაანეიტრალა და უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები არ მოიპოვა, ვერ ექნება გრძელვადიანი მშვიდობა.

ხოდა, კალაძევ, მეტის წერა მეზარება და როგორც თავად იტყოდი “წადი გადაშენდი“, უტვინო შენ!

P.S. იმაზე აქ აღარაფერს ვიტყვი, დანარჩენი ოთხი კომპონენტი როგორ გადაიფხრიწა ქოცნებამ თავზე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...