ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უმრავლესობას ვურჩევდი, გამოიყენოს google-ის საძიებო სისტემა და კარგად...

“უმრავლესობას ვურჩევდი, გამოიყენოს google-ის საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს რას ნიშნავს “ლობისტი” და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი!” – ხატია დეკანოიძე

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ ორგანიზებულ პანელთან დაკავშირებით – „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ და მიაჩნია, რომ პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება დამაფიქრებელია. ოპოზიციონერი ლიდერი მათ ურჩევს სწორი შეფასებები მისცენ დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში:

,,ასეთი ფორმატი, მე ვფიქრობ, უფრო ევროპარლამენტში და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული, არის მნიშვნელოვანი განაცხადი იმასთან მიმართებაში, რომ კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააგებინონ – საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა არის საფრთხე, მათ შორის რეგიონში, დასავლური ინტერესებისთვის.

ჩვენ ახლა ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირის ელჩის და ზოგადად დასავლეთის მიმართ – მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად დამაფიქრებელია ჩვენი პარტნიორებისთვის.

ვურჩევდი უმრავლესობას, გამოიყენოს google-ის საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს რას ნიშნავს ,,ლობისტი“ და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...