spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა კონკრეტული განმარტებით – “ჯაფარამ ეს წერილი 8 ივლისს დაწერა, გუშინ მოვიდა ფოსტით, თუმცა მიხვდებით, რატომ გიზიარებთ ახლ“:

ვერ ვიხსენებ რას ვკითხულობდი, როცა კითხვის შემდეგ სიარულის დროს ამ ფიქრებმა წამიღო, მერე დამავიწყდა და რადგან ახლა გამახსენდა, ჩავიწერ, იქნებ რამდენიმე თვეში მათთან დაბრუნება და გადახედვა მომინდეს.

რა არის ის, რამაც შეიძლება გაგტეხოს აქ? დისკომფორტი? ჩაკეტილი სივრცე? მარტოობა? ყველაფერი სისულელეა.

არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ.

ძალიან კარგ ფილმს რომ მთავარი პერსონაჟები გამოაკლო და ისე უყურო, რა მნიშვნელობა ექნება იმას, რაც დარჩება სიუჟეტიდან?

მონატრება, შეცვლილი რუტინა და ყოფითი ამბებიც გასაგებია.
ამათ მიღმა რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს, გაფიქრებს, რამაც შეიძლება შეგცვალოს?

უსამართლობა.
ოღონდ არა ზოგადად: “ვაიმე, როგორ უსამართლოდ ჩამსვეს”, არამედ, დროის კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ წამში აღსრულებული უსამართლობა.

აი, ე.წ მოსამართლე რომ ჩაქუჩს ურტყმს და ამბობს: 7თვე.
რატომ შე დედამო%$ნულო? რატომ 7? იქნებ 6? 1 თვეში რამდენ რამეს მოვასწრებ იცი? კოსტას წავიყვან ფეხბურთზე 10-12ჯერ და 2-3ჯერ ქაბაბს შევჭამთ ერთად, ვილაპარაკებთ რეალზე და რონალდოზე. იცი რამდენჯერ ვნახავ დედაჩემს? რატომ 7? როგორ დათვალე? რა ფორმულით? 4 წელი და 6თვე? პატარა გიტარისტს. 5 წელი მეორეს. როგორ ითვლით? როგორ წონით?

ანუ, რეჟიმის ზოგადი უსამართლობა კი არა, ადამიანის სიცოცხლისადმი ასეთი აგდებულ დამოკიდებულებაში გამოხატული უსამართლობა მაგიჟებს.

რა არის ეს? უგულობა? უტვინობა? უსულობა? ყველაფერი ერთად?

სად მიხვალ ამაზე მუდმივი ფიქრით? რომ გაბოროტდე? შეიძლება ალბათ, ახალი ამაში არაფერი იქნება. ვნახოთ რამდენიმე თვეში.

ღმერთი რომ იწამო?:) კარმა?:) იმ ქვეყნად მიეზღვებათ?:) ძალიან მეეჭვება, მაგრამ ეგდოს ერთ ოფშენად.

რომ გაგიჟდე? შანსი არაა? ყველას ეგრე ეგონა ვისაც დაუცურდა? იქნებ უკვე?

კაი, წავედი, კარმუშკა გაიღო: “ზური, აჯაფსანდალი, ხაჭო არაჟნით, წიწიბურა რძეში გვაქვს. ჩაიც არ გინდა?””
| ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
08.07.25

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...

“თავისუფლება არ არსებობს სიმამაცისა და შინაგანი სიძლიერის გარეშე” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...