spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ალუდა ღუდუშაური მე ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა" – პაატა...

“ალუდა ღუდუშაური მე ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე საპასუხო შეფასებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ალუდა ღუდუშაურის მწვავე კომენტარზე პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლსა“ და გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით:

,,ქოცური პატრიოტიზმი არის ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა. ალუდა ღუდუშაური მე საერთოდ ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, რომ გავიგე თავიდან. ,,დავგუგლე“ და საერთოდ ვერ ვიპოვე, ვერ გავიგე ვინ იყო მანამდე, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა.

ალუდა ღუდუშაური, როდესაც აკრიტიკებს ვაშაძეს, უნდა ვნახოთ ვის რა გაუკეთებია?!

ხალხო, ეს არ არის იმის გამო, რომ ომბუდსმენის პროცესში არ მონაწილეობს ,,სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს ხდება იმის გამო, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველდღიურად ამხელს იმ შეთქმულებას, რაშიც რუსეთთან ერთად მონაწილეობს ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: ,,სტრატეგია აღმაშენებელმა“ უარი განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე, რის გამოც მწვავე და კრიტიკულ განცხადებას აკეთებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური:

,,გიორგი ვაშაძე, ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ დაკავებული არის შოუს მოწყობით. ძალიან მდარე ხარისხის შოუს სთავაზობს ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებას. ვაშაძესთან როდესაც ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდეგნაზე.

ბატონი ვაშაძე წარსულში იყო ადეიშვილის მოადგილე. დაკავებული იყო იმით, რითიც მწამებელი ადეიშვილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...