spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა..." - ედუარდ...

“ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა…” – ედუარდ სააკაშვილი

“ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია”, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ისაუბრა მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით და დეტალურად  გასცა პასუხი, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ შეკითხვას: “როგორ ფიქრობთ – სწორი აღმოჩნდა მიშას ჩამოსვლა?

ალბათ ძალიან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ პრინციპში მე არც გამკვირვებია იმიტომ, რომ, წლების განმავლობაში, ვისმენდი მის საუბარს ამაზე საჯაროდ და მეც იგივეს მეუბნებოდა. მას ამის გაკეთების ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და ზოგადად მისი მიდგომა აქამდე ყოველთვის იყო, რომ ის რაღაც კრიზისებში იგდებდა საკუთარ თავს და შემდეგ უცებ პოულობდა რაღაც გამოსავალს. ვარდების რევოლუცია და ა.შ., დიდი კრიზისების გადაწყვეტით მიაღწია წარმატებას. ალბათ ეგონა, რომ კიდევ ერთხელ შეძლებდა იგივეს გაკეთებას, თუმცა მე არასდროს ვთვლიდი, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს იყო რეალური ან შესაძლებელი.

თუ შევხედავთ მხარდაჭერის დონეს, როგორი ხელისუფლებაა და ა.შ. უბრალოდ, ეს არ იყო რეალისტური და ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა, წლების განმავლობაში. ის არც იყო საქართველოში და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდიოდა მის გონებამდე, თვითონაც ფილტრავდა – რაც უნდოდა ის ესმოდა და ამან უბიძგა მას უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ, რასაც, მე მგონი, ძალიან, ძალიან ნანობს ამას თავადაც. მის ადგილას მეც ვინანებდი, მაგრამ…

მგონი სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ის ამას არ გაიმეორებს მომავალში იმიტომ, რომ იმდენად დიდი ტრავმა მიიღო ამის შედეგად და აშკარად მოუწია რეალობის უკეთ დანახვა“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...