spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიურ...

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიურ ზრდა აბრაზებს, განწირულია

ამ დღეების განმავლობაში მუდმივად გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა, რომ როგორმე გადაფარონ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები.

ეკონომიკური ზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ხელმძღვანელობით ჩვენი სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით იქნა მიღწეული ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებთ მას შემდეგ, რაც პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდი დავიწყეთ და გავატარეთ სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები და მათი მონაცემები. კერძოდ, როდესაც სავალუტო ფონდის მონაცემებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 500 დოლარია და მომავალ წელს უკვე იმ ნიშნულს მიაღწევს, რომ 2027 წელს 10 ათას დოლარს გასცდება.

შეგახსენებთ იმ დროსაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახლდათ პრემიერ-მინისტრი და ის აკეთებდა ამ პროგნოზებს, როგორ ირონიულ შეფასებებს აკეთებდით და როგორ აკრიტიკებდით მას ამ განცხადებების გამო, მაგრამ გავიდა შვიდი წელი და აღმოჩნდა, რომ ეს პროგნოზები რეალური ყოფილა. ცდილობთ რომ ეს ეკონომიკური ზრდა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დააკავშიროთ, სინამდვილეში 2021 წელსაც, ომის დაწყებამდეც ჰქონდა საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%, წელსაც გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

მინდა გითხრათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 102%-ით არის გაზრდილი და თითქმის მილიარდ დოლარს შეადგენს, და ამ მონაცემებში რუსეთიდან შემოსული მაჩვენებელი ინვესტიციების არის უარყოფითი, ანუ მინუსია. იტყუებით, როდესაც აკავშირებთ რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებთან თუნდაც ტურიზმის ზრდას.

აქაც გეტყვით, რომ რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების გარეშეც 101,1%-ია ტურიზმის აღდგენის დონე საქართველოში. შესაბამისად სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მსოფლიო ბანკის პროგნოზი კი 8,8 პროცენტია. აი, ამას გაეცით პასუხი. რა პასუხი უნდა გასცეთ ისიც გაუგებარია, იმიტომ რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიურ ზრდა აბრაზებს არის განწირული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...