ცხრამუხის მონასტერში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქოს მხრიდან თუ სასულიერო პირების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ,,რეფორმების ჯგუფის“ და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, მწვავე კრიტიკულ შეფასებას აკეთებს საპატრიარქოს მიმართ და აცხადებს, რომ ისინი იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე:
,,საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდევაც ეს ძალადობა.
სამწუხაროდ, ის ფინანსდება ხალხის ფულით. ხელისუფლება – ყველა ხელისუფლება, არა მხოლოდ ეს ხელისუფლება, ცდილობს, რომ ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია.
ის იყენებს საკუთარ ძალაუფლებას. მას აქვს დიდი ძალაუფლება იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


