შაბათი, მაისი 18, 2024

ქართველმა მოჭადრაკეებმა სენიორთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ქართველი ვეტერანი მოჭადრაკეების მორიგ წარმატებასთან დაკავშირებით:

ქართველმა მოჭადრაკეებმა იტალიის ქალაქ ასისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

65 წელს ზემოთ ქალთა შორის ტურნირის ჩემპიონი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილია.

ზურაბ სტურუამ სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა ტურნირში მოიპოვა.

ვერცხლის მედალი კი 50 წელს გადაცილებულ ქალთა შორის სოფიკო ტერელაძემ დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მერვედ გახდა, ზურაბ სტურუამ კი მეორედ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული