spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ომბუდსმენი, უპირველეს ყოვლისა, მისაღები უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის",...

“ომბუდსმენი, უპირველეს ყოვლისა, მისაღები უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვის”, როგორც ამ პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიისთვის” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტში სახალხო დამცველი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება და მხარს უჭერენ მესამე სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს, ნაზი ჯანეზაშვილს. საყურადღებოა, რომ აღნიშნული კანდიდატების მიმართ “ქართულ ოცნებაში” მხარდაჭერას არ აცხადებენ, თუმცაღა მმართველმა პარტიამ თავიდანვე დააფიქსირა პოზიცია, რომ მათ არ ეყოლებოდათ საკუთარი კანდიდატი. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად სახალხო დამცველი ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის შეთანხმებით უნდა შეირჩეს. პარლამენტში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პოზიციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აფიქსირებს და ოპოზიციის მიმართ კრიტიკას გამოთქვამს:

ვნახეთ, რომ იყო მცდელობა [ოპოზიციის] ნაწილის მხრიდან, რომ თავიდანვე მოეხდინათ პროცესის დისკრედიტირება. ამას, მათ შორის, ემსახურებოდა პროცესში დასაწყისშივე საბოლოო კანდიდატების დასახელება, ისე რომ ალტერნატივიულ ვარიანტს არც კი უშვებდნენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატზე შეთანხმება მალე მოხდეს. მთავარი პირობაა, რომ ის უნდა იყოს თანაბრად მისაღები იმ კოალიციური უმრავლესობისთვის, რომლისთვისაც საჭიროა ომბუდსმენის არჩევა და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მისაღები უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვის”, როგორც ამ პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...