spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ არსებობს გამარჯვებისკენ მიმავალი მოკლე ან გრძელი გზა,...

“არ არსებობს გამარჯვებისკენ მიმავალი მოკლე ან გრძელი გზა, არსებობს მხოლოდ ღირსეული გზა და ღირსეული გამარჯვება” – ნიკა მელია

ვარდების რევოლუციის 19-წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია:

დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე.

დღეს ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა.

დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს.

ქართულ რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი, მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა.
სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, რუსული ოცნების პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე.

2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს.

თუმცა გვახსოვდეს – რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი.

გაგვიმარჯვია ღირსებით და სიმართლით, გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით.

არ არსებობს გამარჯვებისკენ მიმავალი მოკლე ან გრძელი გზა, არსებობს მხოლოდ ღირსეული გზა და ღირსეული გამარჯვება. გილოცავთ 23 ნოემბერს!” – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...