spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღალატი ამ ქვეყნის თანაცხოვრება ვერ იქნება, ამ ქვეყნის...

“ღალატი ამ ქვეყნის თანაცხოვრება ვერ იქნება, ამ ქვეყნის თანაცხოვრება იქნება გამარჯვება!” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მწვავე შეფასებები გააკეთა მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ოპოზიციონერი ლიდერი კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:

,,დღეს საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე: ან ძლიერი ერთიანი საქართველო, ევროპული, ამერიკული, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ან დამონებული, დამორჩილებული, რუსეთის სატელიტი სახელმწიფო.

დღეს საქართველოში ორი დიდი იდეა ებრძვის ერთმანეთს – საქართველო, როგორც რეგიონალური ლიდერის და ძლიერი საქართველოს იდეა ან მაჩანჩალა პროვინციული საქართველოს იდეა.

ბატონო ირაკლი, მე თქვენთან მაქვს შეკითხვა – რატომ არ არის დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა? რა მოხდა რომ მოლდოვამ, უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ, საქართველომ ვერ მივიღეთ? ხომ არ იკვეთება სწორედ ამ თქვენს ქმედებებში ის მოღალატეობრივი ქმედება, რის გამოც აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას?

კონკრეტული ნაბიჯები – თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, განცხადებები, რომელსაც თქვენ აკეთებდით პირადად, თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არაფერი; მოსმენების კანონი, რომელზეც მთელი ევროპა გთხოვდათ რომ არ მიგეღოთ. თქვენ მაინც მიიღეთ; ნიკა გვარამია, რომლის დაკავება ჯერ ხომ აბსურდული ბრალდებით მოხდა და თქვენი ბრიუსელში ვიზიტის დღეს მიზანმიმართულად დააკავეთ; იყო თუ არა ეს გზავნილი, რომ საქართველოს არ უბა კანდიდატის სტატუსიო? რატომ ესხმოდით თავს დასავლელ პარტნიორებს?

დღევანდელ დღეს თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: ან ბოდიში მოიხადოთ ყველაფერი იმისთვის, რაც აქამდე გააკეთეთ ან ბოლომდე გააგრძელოთ თქვენი მოღალატეობრივი ქმედება…

საქართველოს მოქალაქეებს მივმართავ: ჩემო კარგებო, თქვენ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ სიღრმე იმ ღალატის და ალბათ, ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული, რა დონის ღალატთან გვაქვს საქმე?! ამ ადამიანებს უნდათ, რომ აგვაცდინონ ძლიერი საქართველოს იდეის გზას.

ჩვენი ერთიანობით, აუცილებლად შევძლებთ, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ის ისტორიული, სანუკვარი ძალა და დიდება, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.

ღალატი ამ ქვეყნის თანაცხოვრება ვერ იქნება, ამ ქვეყნის თანაცხოვრება იქნება გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...