spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში! არ მოსწონს...

მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში! არ მოსწონს და მიაჩნია, რომ “რა დროს ეს არის?!” – კობა ნაყოფია ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივამედში“ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნულ თემაზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გააჟღერა:

,,ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, ეს არის – ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და არის გასათვისუფლებელი; ზოგადად ქვეყანაში რეჟიმი არის შესაცვლელი. ჯობია, ვიყოთ კონცენტრირებული და კონსოლიდირებული ამ აზრის ირგვლივ.

რა დროს ახლა ,,ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები და რა დროს ეს თემა არის, როდესაც ბევრად მნიშვნელოვანი თემა არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში?!

ქვეყანას ვკარგავთ! ჯობია, რომ ამაზე ვიფიქროთ, ამის ირგვლივ ვკონსოლიდირდეთ. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება” და არა იმაზე – ვინ იქნება ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე!

მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ! რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეს არის?!“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...