ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ორი რამ განსაკუთრებით მახსენდება ნოდარ ნათაძეზე მამაჩემისგან სულ” – ნათია ფანჯიკიძე

ნოდარ ნათაძე გარდაცვლილა…

ორი რამ განსაკუთრებით მახსენდება მასზე მამაჩემისგან სულ. მამა ამბობდა, ნოდარი პატიოსანი კაციაო და მეორე – სოხუმში ომის დროს ერთად მოუწიათ ერთხელ ოთახში დაძინებამ და ნოდარი თურმე ჩაცმული და ჩექმებიანად დაწოლილა, მამა კი, ისე, როგორც ჩვეულებრივ დროს ვიძინებთ ყველა. გადაკიდებია მამაჩემი გაიხადე ეგ ჩექმები, თორემ ვერ ვიძინებ რომ გიყურებო, ნოდარი კი მაისურში მოტანტალე მამაჩემის დანახვაზე ვერ იძინებდა სავარაუდოდ და პასუხობდა “გურამ! მთავარია, განსაზღვრო დრო და მიზანი!” ამგვარად დელიკატურად მიანიშნებდა, მგონი ვერ ხვდები ირგვლივ რა ხდებაო.

ამას მამაჩემი ნოდარის სპეციფიკური ხმით და ინტონაციით ყვებოდა და ეგონა გავიზიარებდით მის “სამართლიან აღშფოთებას და მცდელობას”, რომ ნოდარს აუცილებლად უნდა გაეხადა ლოგინში ჩექმები! ჩვენ კი უბრალოდ ვიგუდებოდით სიცილით.

ბავშვურია, მაგრამ დიდ სიყვარულს მიჩენს ეს მოგონება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული