spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა"...

“მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები” – ლევან ხაბეიშვილი

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი ლევან ხაბეიშვილი განცხადებას აკეთებს პარტიის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებასა და მოთხოვნაზე, რომ ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწრაფად დაორგანიზება:

,,მივესალმები ჩემი კოლეგების, ჩემი მეგობრების, თანამებრძოლების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, ღიაობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მივესალმები ამ ინიციატივას რომ დაეთანხმა პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ იქნება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს და დავაორგანიზოთ სწრაფად. იმიტომ, რომ დასაკარგი დრო არც ,,ნაციონალურ მოძრაობას”, არც ქართველ ხალხს არ აქვს.

სხვათაშორის ,,ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსი ოლიგარქის და მისი კრიმინალური ხელისუფლების დასრულებაში.

სწორედ ამიტომ, ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია.

ყველას მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის პარტიის გალიერებისთვის”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის: გუშინ, 9 ნოემბერს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალურმა ლიდერებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ჩატარდეს შიდა არჩევნები ყველა დონეზე. მოგვიანებით აღნიშნულ წინადადებას, პარტიის თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებს დაეთანხმა მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...