spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მივმართო წულუკიანს და "ქართული ოცნების" თაღლითების კორპორაციას...

“მინდა მივმართო წულუკიანს და “ქართული ოცნების” თაღლითების კორპორაციას – ეგენი არიან საერთაშორისო თაღლითები!” – პაატა მანჯგალაძე

„იმედი LIVE“-ს ეთერში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის კრიტიკულ შეფასებებს ევროპარლამენტარების მიმართ ეხმაურება, საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და მწვავე შეფასებას აკეთებს მთავრობის ვიცე პრემიერის, თეა წულუკიანის, ასევე მმართველი პარტიის მიმართ, ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხთან დაკავშირებით:

,,მინდა მივმართო წულუკიანს და ,,ქართული ოცნების“ თაღლითების კორპორაციას – ეგენი არიან საერთაშორისო თაღლითები. უკვე ყველამ იცის, რომ არიან გადამგდებები. აქაც იტყუებიან, თითქოს რეკომენდაციას ასრულებენ. ბუტაფორიული ცვლილებები შემოიტანეს და უნდათ, რომ შემდეგ ევროპას, ევროპარლამენტარებს დააბრალონ კანდიდატის სტატუსის ვერმიღება.

რუსეთთან გარიგების და საქართველოს ღალატის გამო, ,,ქართულ ოცნებას“ აკრძალული აქვს ასოცირების კანდიდატის სტატუსის მიღება და რა თქმა უნდა, ევროპაში ინტეგრაცია.

ეს შეთქმულება არის სახეზე და თუ ვინმეს დღესაც ეჭვი ეპარება, ჩვენ გაზაფხულზე ვნახავთ წინასწარ შეფასებას, რომ ეს ნამდვილად ასეა.

,,ქართულ ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს ჩვენი ევროპული გზის ტორპედირებას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნება” ასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციას და ამიტომ ევროპარლამენტის მიერ ხდება ახალი რეზოლუციის მიღება, რომ ისევ პრობლემები შეექმნას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტასუსის მიღებაში. “ეს რეზოლუცია, არავინ მოვიტყუოთ თავი, არის ცუდი ტექსტი, ცუდი ტექსტი არის ყველასთვის და პირველ რიგში, მე ასე მგონია, თვითონ ევროპარლამენტისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ს ეთერში

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...