spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან...

“ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეულები, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?” – ნიკა მელია

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული პიროვნება, თბილისში, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს ქართველებს და საქართველოს, სპეციალურ ბრიფინგზე კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს, შესაბამის განმარტებებსა და შეფასებებს აკეთებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია:

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს.

ეს პირი, რომელიც რუსული ოცნების ხელისუფლებამ უპრობლრმოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე – პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი – პაველ კოპილკოვი აღმოჩნდა. ის პოლიციამ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააკავა, ისიც საჯარო აღშფოთების ფონზე და დღეს ის უკვე თავისუფალია, მან დატოვა მცხეთის იზოლატორი დაკავებიდან რამდენიმე საათშივე.

პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან – სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში!

რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი, ორგანიზაციის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში.

ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები.

კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზად კადიროვთან დაახლოვებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან.

ასე მუშაობს დღეს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორების ოჯახებს უშვებს საქართველოში.

ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეულები, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?” – აცხადებს ნიკა მელია.

ინფორმაციისთვის – ნიკა მელიას მიერ სხენებული ვიდეო:

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...