ფრაქცია ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მწვავე გზავნილზე:
,,ქართულმა ოცნებამ” რეალურად უნდა შეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – დეოლიგარქიზაცია, რაც გულისხმობს დებიძინიზაციას.
იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა დღეს ქვეყანაში არის ის, რომ რუსი ოლიგარქი არის ხელისუფლებაში, ფარული ზეგავლენით ახორციელებს მაყურებლის მართვას.
ამიტომ თუ საქართველოს უნდა მიიღოს ევროპული პერსპექტივები, კანდიდატის სტატუსიT, ბუნებრივია, რომ უნდა მოხდეს ყველაზე მნიშვნელოვანი – ამ პუნქტის შესრულება.
პოლიტიკური პატიმრები – მიხეილ სააკაშვილის სახით, მედია-მენეჯერების – ნიკა გვარამიას სახით გათავისუფლება არის მთავარი საკითხები, რომლებიც წინაღობას უქმნის ქვეყანას ევროპული პერსპექტივის მიღებაში. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ და პირველ რიგში – გაიაზროს ,,ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ინფორმაციისთვის: ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში” მწვავე შეფასება გააკეთა საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემაზე:
,,ნიკა გვარამია იქნება თუ ვინმე სხვა, ჩვენ გვაქვს დიდი შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მოსამართლეებმა უნდა გაითავისონ, რომ ეს ევროკავშირის წევრობისთვის დაბრკოლება იქნება.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება იარაღი ხდება…“, – განაცხადა რასა ჯუკნევიჩიანემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


