spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სად მივყავართ "ენმ"-ის ლიდერების ლიანდაგს?" - იოსებ თოფურიძე

“სად მივყავართ “ენმ”-ის ლიდერების ლიანდაგს?” – იოსებ თოფურიძე

სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცავი სისტემის მაღალჩინოსანი, იოსებ თოფურიძე:

მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების, ანა წითლიძის და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები.

ანა წითლიძე :
,,თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს რომელიც რეალურად არსებობს მის წინააღმდეგ, არ ვგულისხმობ მხოლოდ პროკურატურას,
ვგულისხმობ იმ კითხვებსაც, რომელიც აქვს საზოგადოებას!”

ლევან ბეჟაშვილი:
,,სოსო თოფურიძე, ათი წლის განმავლობაში, არც საქართველოთი დაინტერესებულა
არც პოლიტიკით დაინტერესებულა არც ,,ნაციონალური მოძრაობით” დაიტერესებულა. თავის დროზე მისი საქმიანობით საკმაოდ ბევრი ზიანი მიადგა ,, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ჩვენ, დღევანდელი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, ლიდერები ვიმკით იმ საქმიანობის შედეგებს.”

ბატონ ლევანს შევახსენებ ჩემს სამსახურებრივ გამოცდილებას:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრი მიხეილ სააკაშვილი. თანამდებობა: გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი.

საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სამინისტრო, მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თანამდებობა : დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, თანამდებობა: გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი, თანამდებობა: საქართველოს პრეზიდენტის, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიული სამსახურის, განყოფილების უფროსი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თანამდებობა: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თანამდებობა: შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, ადმინისტრაციის უფროსი.

განუმარტეთ საზოგადოებას, რომელ სამინისტროში, რომელ მინისტრთან, ჩემმა საქმიანობამ მიაყენა საკმაოდ დიდი ზიანი ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”?!

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ,,თავის დროზე”, როგორც მოიხსენიებს ბატონი ლევანი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, თვითონ გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი. კონტროლის პალატის თავმჯდომარე…

გამორიცხულია, ჩემი საქმიანობის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონოდა და თუ ,,არ ჰქონდა”, დედამიწაზე არ მეგულება ისეთი წესიერი ადამიანები, როგორიც ჩემი მინისტრები იყვნენ.

ბატონ ლევანს, რომ ეკითხა მათთვის ჩემი საქმიანობის შესახებ, გაერკვეოდა რეალობაში და უპასუხისმგებლო, საეჭვო, ცრუ განცხადებას საქვეყნოდ არ გააკეთებდა!

დღეს, როდესაც საქართველოს საპყრობილეში დატყვევებულია პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სასჯელს იხდიან პოლიტპატიმრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათი წელი იძულებით გადახვეწილი ვიმყოფებით დევნილობაში, ამ დროს:

მე, იოსებ თოფურიძეს, პოლიტდევნილს, პოლიტიკური ნიშნით დაუსწრებლად გასამართლებულს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლს 1996 წლიდან, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, დეპუტატები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მთელი მსოფლიოს გასაგონად, მომიწოდებენ:

საქართველოში დაბრუნებას და პროკურატურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას, ქექავენ ჩემს წარსულ საქმიანობას, მაბრალებენ არჩადენილ დანაშაულს!!!

რას ემსახურება თქვენი, ოპოზიციური პარტიის ლიდერების, დეპუტატების აშკარად რუსული პროპაგანდა, კრემლის საამებელი, უპასუხისმგებლო განცხადებები?!

დეპუტატის განცხადებას არა მარტო საზოგადოება აკვირდება გამადიდებელი შუშით, არამედ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. თქვენი განცხადებები მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მთელ მსოფლიოში ვრცელდება!

ნუ, გავიწყდებათ, რომ მტერი ყველას ერთი გვყავს და გონიერება გამოიჩინეთ როცა, საქვეყნოდ,
უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებთ!

მე, ჩემი საქმიანობის გამო, საქართველოში კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რუსული სპეცსამსახურები დამდევენ, ჩემს წინააღმდეგ სპეციალური ჯგუფებია შექმნილი და დღეს მე თუ ცოცხალი ვარ და არ ვარ ექსტრადირებული რუსეთში, ევროპული ქვეყნის დაცვის შედეგია!

ქალბატონო ანა,
თქვენ, როდესაც საქვეყნოდ, მადანაშაულებთ, უკმაყოფილო ბრძანდებით ჩემი საქმიანობით,
საზოგადოებას გააცანით, პირადად თქვენი (არა, მიშა სააკაშვილთან ერთად) გაკეთებული სამი საქმე და თქვენს მერე, მე, გავაცნობ საზოგადოებას 100, 200… კონკრეტულ, ჩემს საქმიანობას და ხალხმა განსაზღვროს, ქვეყნის აღმშენებლობაში, ვის მეტი საქმე უკეთებია, მე თუ თქვენ!

თანამდებობებზე ყოფნის დროს, მე კანონი, ადამიანის უფლებები არ დამირღვევია, პატიოსნად ვემსახურებოდი ჩემს ხალხს და ქვეყანას, ზოგიერთებისგან განსხვავებით, თანამდებობა ბოროტად არ გამომიყენებია პირადი გამდიდრების და ქონების დაგროვების მიზნით!

მე, თქვენ, ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” ლიდერები, ვერც სიტყვა-პასუხით მაჯობებთ და ვერც თქვენი ,,პოლიტიკით”.

ვინმე თუ ფიქრობთ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს ვდგამ, ძალიან ცდებით!

ჩემი მიზანია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. პოლიტპატიმრების თავისუფლება!

საქართველოს ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, რომ ხალხმა არჩევნებზე კონკურენტუნარიან პარტიებს შორის, აირჩიოს საუკეთესო!

ჩემი მიზანი არ არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლა!

დღეს, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი გაუგებრობაა, პარტიას ნიჭიერი ახალგაზრები ტოვებენ! კითხვები, კითხვები, კითხვები მატულობს, პარტიის ლიდერების მიმართ!

მე, ხელთ მაქვს, ისეთი სერიოზული მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები(!!!) ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შესახებ, რომ სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პოლიტიკური ველი ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” რადიკალურად შეიცვლება!

P.S. ,,გზა, საქართველოს განვითარებისთვის არის რეფორმები, რეფორმები და რეფორმები, ყოველგვარი უკან დახევის გარეშე!” მიხეილ სააკაშვილი.

გრანდიოზული რეფორმების გატარება, პოლიციის რეფორმა, სამხედრო რეფორმა, რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, მაფიის დამარცხება, ახალი, ძლიერი, სამართლებრივი ქვეყნის შენება, მტკიცედ, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა !

ეს, გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი გუნდის, პირადად, ჩემი ძირითადი საქმიანობა!

ჩემი საქმიანობით, დღეს თუ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, დეპუტატები იმკით იმ საქმიანობის შედეგებს, საზოგადოებას კითხვები ჩემთან კი არა, თქვენთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ექნებათ.

თქვენი საქმიანობის შედეგს ხომ არ იმკის, საპყრობილეში გამომწყვდეული, პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ათი წელი თქვენზე იმედდაკარგული ქართველი ხალხი?!

რა ხდება, სად მივყავართ ენმ ის ლიდერების ლიანდაგს?

ველოდები, თქვენს პასუხს.
პატივისცემით, პოლიტდევნილი, პოლიციის და სამხედრო პოლკოვნიკი
იოსებ თოფურიძე
24.10.2022 წელი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეტყნებულ...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...