spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლოს სისტემის სახელის შებღალვა...

“ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლოს სისტემის სახელის შებღალვა და დისკრედიტაცია” – ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბრუნდება. მან საკუთარი თავი კანდიდატად თვითონვე წარადგინა. როგორცთვითონ აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მიიღო მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო:

,,ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლოს სისტემის სახელის შებღალვა და მისი დისკრედიტაცია. შესაბამისად, რადგანაც ისინი არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ჩემი პიროვნებით, აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ სასამართლოს მოვაშორო ეს ტვირთი.

გვარი მურუსიძე, როგორც ასეთი იყო გვარი ხულიგანიმ განაზოგადეს და ყველას ჰქვია ხულიგანი. მურუსიძე საქართველოში დაამკვიდრეს, რომ ეს არის უარყოფითი. შესაბამისად, თუ ვიღაცა მურუსიძეს იტყოდა, თუ ვინმეს გააკრიტიკებდნენ – გამოვიდოდა და ჩემთან რა გინდათ?! აგერ მურუსიძე არის ჩემზე უარესი.

შუა საუკუნეებში ხომ იყო, რომ ხდებოდა – აი, ცეცხლზე წვავდნენ, ერეტიკოსებს ეძახდნენ და ეს ხდებოდა ქრისტეს სახელით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამას აკეთებდა, მას ქრისტე არ სწამდა.

დღეს ხდება იცით რა? მაგათ არ აქვთ იმის საშუალება, უბრალოდ 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზე დაგვწვავდნენ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვინც ჩამოდის, უცხოელი იქნება თუ შინაური, როდესაც საუბრობს კლანზე, ასახელებს კონკრეტულად ჩემს სახელს და გვარს, არავინ არ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს, ბატონო ლევან, არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვენზე იძახის, რომ თქვენ ხართ კლანი, შესაბამისად, პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებს რა შეგიძლიათ უპასუხოთ?!

თუ ვინმე მართლა დახმარებია სასამართლო სისტემას ერთადერთი ქვეყანა მახსოვს – ეს იყო გერმანია.

მე მესმის, როგორი რაღაც არის იცით? – არამგონია საქართველოში ვინმე ჩემზე პროამერიკული ადამიანი იყოს ყველანაირად.

თუ რამე კარგი ხდებოდა ხოლმე, ადამიანი უნდა წაახალისო. სასამართლო სისტემასაც აი ამ დაძაბულობის ფონზე სჭირდება წახალისება. ხომ არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება იყოს?! ხომ შეიძლება ერთი რაღაც პროექტი დაფინანსდეს, რომელიმე არასამთავრობო გამოინახოს და აბა უთხრან ერთი არასამთავრობოს, რომ აბა მოდი, გადაგიხდი ფულს იმაში, რომ კარგი რა ხდება სასამართლოში, იქნება ეს გამოვკვეთოთ?!“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...