spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმაკა ბოჭორიშვილი: "ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია"

მაკა ბოჭორიშვილი: “ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია”

ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია და ამას უნდა ემსახურებოდეს თითოეული ჩვენგანის ნაბიჯი“, – აღნიშნულზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

დეპუტატის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მმართველი პარტიის და ოპოზიციის გაერთიანება ევროკაშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით.

ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიზნისკენ ყველამ ერთად უნდა ვიაროთ. ამ პროცესში სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთიანობა და ვნახეთ, რომ დიდწილად ქართველი პოლიტიკოსები უფრო ხელისშემშლელ ნაბიჯებს დგამდნენ, ევროინტეგრაციის გზაზე ერთად ბრძოლის მაგიერ. ამის მიუხედავად, საქართველოს დღეს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს, რაც წლების წინ შეიძლება საოცნებო იყო ჩვენთვის.

დღეს, საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გადადგას წინ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ერთი რაც ჩვენ გვევალება არის ის, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ წლის ბოლოს ჩვენ ეს პროგრესი დავანახოთ ბრიუსელს, დავანახოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო უწყების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება,- „მადლობა მინდა გითხრათ გაწეული მუშაობისთვის. ევროინტეგრაციის კომიტეტი სამინისტროსთან კოორდინაციით და თანამშრომლობით ვცდილობთ მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქს, იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები და პოზიციები ისმოდეს ევროკავშირში. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თქვენთან ერთად მუშაობას, ვინაიდან საქართველო იმსახურებს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო დღესაც იმსახურებს კანდიდატი წევრის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, ამ სტატუსს ძალიან მალე მიიღებს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...