spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით უსუფაშვილი: თუ სადმე ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური...

დავით უსუფაშვილი: თუ სადმე ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური და სტრატეგიული ინტერესების მიმდევარი – ეს სწორედ საგარეო პოლიტიკაა

ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომლის სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ, უამრავი თვალსაზრისით არის განსამტკიცებელი ტერიტორიით, უსაფრთხოებით, საზღვრებით, მოქალაქეებით, პოლიტიკური სისტემით და ჩვენივე უნარით, რომ საკუთარი ქვეყანა დავიცვათ, გამოვკვებოთ, ჩავაცვათ, გავანათლოთ და ეს უნარები ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ შესაძენი – ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკაში წარმატებაზე და სწორ პოლიტიკაზე და მიმართულებაზე არის გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნების“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში, ერთი შეცდომით შესაძლოა მძიმე შედეგები დადგეს.

თუ სადმე ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური, სტრატეგიული ინტერესების მიმდევარი, ეს სწორედ საგარეო პოლიტიკაა. თუ სადმე ჩვენ უნდა ვახერხებდეთ ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების მიღწევას ეს საგარეო პოლიტიკაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ საგარეო საქმეთა მინისტრს და მის გუნდს, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში უწევთ საქმიანობა, რადგან მათ უწევთ საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს წარმოჩენა და მისი ინტერესების დაცვა.

ისინი იძულებული არიან მსოფლიოს დაუდასტურონ, რომ ჩვენ, პარლამენტში ვერ ვახერხებთ ერთი რეზოლუციის მიღებასაც კი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე. მე დარწმუნებული ვარ, იქნება ისეთი პარლამენტი, როდესაც მინისტრი მოვა პარლამენტში და კითხვები არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ პირველ რიგში მმართველ გუნდს ექნება, იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ქვეყანაში ვითარება. ამ ყველაფერს სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირიდან საქართველოსთვის შესასრულებლად მიღებული 12 პუნქტი არის ევროპის მხრიდან დანახული სისტემური პრობლემები ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში.

ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და პრობლემები, საერთო მოსაგვარებელი საკითხები, რასაც სჭირდება ერთობლივი მუშაობა, რათა ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს მკაფიო და გრძელვადიანი. ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანების შესრულება უსაფრთხოების, ეკონომიკური აღმავლობის, ევროკავშირში გაწვერიანების დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთობებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...