spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმარიკა არევაძე: ქალთა უფლებების დაცვის და ფემიციდის აღკვეთისთვის...

მარიკა არევაძე: ქალთა უფლებების დაცვის და ფემიციდის აღკვეთისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში უკვე არსებული რეგულაციების აღსრულება

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მარიკა არევაძემ საკუთარ ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის მთავარ თემას, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ევროკავშირის რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულების მიმართ კანდიდატების ხედვების გაცნობა და მათი მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა.

სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ ქალთა უფლებების დაცვისა და ფემიციდის აღკვეთის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე და რეგულაციების რეალურ აღსრულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი ჯგუფის შექმნა, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს:

ქალთა უფლებების დაცვისა და ფემიციდის აღკვეთის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, უკვე არსებული საკანონმდებლო რეგულაციების რეალური აღსრულება (მაგალითად, ელექტრონული სამაჯურების პრაქტიკაში გამოყენება) და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე მუდმივი მუშაობა.

გარდა ამისა, საჭიროა ამ მიმართულებით მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის და კონკრეტული მიმართულებით მომუშავე ადვოკატებისგან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა,“ – განაცხადა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მარიკა არევაძემ.

ომბუდსმენობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თემატურ საკითხებზე ამ ტიპის განხილვები კიდევ გაიმართოს, რაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს დაეხმარება სახალხო დამცველის თანამდებობაზე აირჩიონ ყველაზე ღირსეული, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...