spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახალხო დამცველის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ორგანო უმნიშვნელოვანეს როლს...

“სახალხო დამცველის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ორგანო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით” – მარიკა არევაძე

სახალხო დამცველის კანდიდატმა მარიკა არევაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ომბუდსმენობის კანდიდატმა პარტია „მოქალაქეების“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების ხედვები გააცნო.

ვაგრძელებ შეხვედრებს, რათა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს გავაცნო ჩემი ხედვები და გეგმები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ორგანო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს საშუალება პირადად გაესაუბროს კანდიდატებს და დაუსვას ის შეკითხვები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, საბოლოო კენჭისყრის დროს, მხარი დაუჭირონ ღირსეულ და დამოუკიდებელ კანდიდატს.

შეხვედრისას ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითებზე, რომელიც დგას სახალხო დამცველის წინაშე და საჭიროებს გადაჭრას. ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა სახალხო დამცველის რეკომენდაციების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები, რაზეც დაინტერესებულ მხარეს მივაწოდე ჩემი ხედვები, თუ როგორ იქნება შესაძლებელი, რომ რეკომენდაციები არ დარჩეს მხოლოდ სახალხო დამცველის ანგარიშებში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც იქნეს რეალიზებული“, – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე შეხვდა 5 საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...